logo
ENG



"ახალი":პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია, ამ პროცესში ნებისმიერი ზეწოლა დაუშვებელია

27 მარ 202620:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/ehvxqlxmsbqfzxc.png

პარტია "ახალმა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარტიის პოზიციით, პარტია ახალი:კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია, ამ პროცესში ნებისმიერი ზეწოლა დაუშვებელია.

"საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს: ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა მის საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია. ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა, რისი ნიშნებიც ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან ვიხილეთ, დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია.

სახელმწიფო და ეკლესია გადაწყვეტილებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ. ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ამ გამიჯვნის მკაცრი დაცვა და განმტკიცება იქნება", - ვკითხულობთ განცხადებაში


close დახურვა